ჩვენს შესახებ

დამოუკიდებელი სტუდია  „მილიმეტრ ფილმი“ დაარსდა 2011 წელს, თბილისში, და ამჟამად წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საპროდუქციო კომპანიას კავკასიაში. 

„მილიმეტრ სტუდია“ სპეციალიზდება საუკეთესო საპროდუქციო მომსახურებაში ნებისმიერი ტიპის პროექტებისთვის: 

    - სრულმეტრაჟიანი მხატვრტული და დოკუმენტური ფილმები

    - სატელევიზიო სერიალები და რეკლამა

    - კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია (2D, 3D)

    - მუსიკალური ვიდეოკლიპი

საქართველოსა და კავკასიაში ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ საპროდუქციო (production) და პოსტ-საპროდუქციო (post-production), ასევე აღჭურვილობის გაქირავების სერვისებს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისთვის.

    - კინოაპარატურის გაქირავება - რეგიონში ყველაზე ფართო არჩევანი. 

    - საპროდუქციო პროექტების მენეჯმენტი - სცენარი, ბიუჯეტი, კანცელარია, სკაუტინგი, კასტინგ და ა.შ.

    - წარმომადგენლობითი სერვისები - უფლებების, ნებართვებისა და ა. შ.

2011 წელს დაარსებიდან დღემდე „მილიმეტრ ფილმმა“ აწარმოა რამდენიმე გახმაურებული ქართული კინოფილმი, მათ შორის პრიზიორები „შემთხვევითი პაემნები“ (2013), „პატარძლების ომი“ (2014), „ძმა“ (2015), „მამა“ (2014) და ა.შ.


mm logo